”განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის პროექტების სავალდებულო ექსპერტიზის ჩატარების დროებითი წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 24 აგვისტოს №1-1/823 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
1-1/629
მიმღები ორგანო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი
2011-04-20
გამოქვეყნების თარიღი
2011-04-28
სარეგისტრაციო კოდი
330010000.22.024.016071
”განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის პროექტების სავალდებულო ექსპერტიზის ჩატარების დროებითი წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 24 აგვისტოს №1-1/823 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/629

2011 წლის 20 აპრილი

ქ. თბილისი

„განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის პროექტების სავალდებულო ექსპერტიზის ჩატარების დროებითი წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 24 აგვისტოს №1-1/823 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე” 2010 წლის 29 ივნისის საქართველოს კანონის (№3153-რს)  პირველი მუხლის „ა” ქვეპუნქტის, მე-2 მუხლის მე-10 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების  მშენებლობის  პროექტების სავალდებულო ექსპერტიზის ჩატარების  დროებითი წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს  ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 24 აგვისტოს №1–1/823 ბრძანებით (სსმ III, 25.08.2006, №113, მუხ. 1552) დამტკიცებულ განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების  მშენებლობის  პროექტების სავალდებულო ექსპერტიზის ჩატარების  დროებით წესში   შეტანილ იქნეს  ცვლილება და მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) იმ შემთხვევაში, როდესაც განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ნებართვას III სტადიაზე გასცემს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ექსპერტის/საექსპერტო ორგანიზაციის მონაცემები გადაეგზავნება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შესათანხმებლად, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილების მე-12 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად”.

მუხლი 2.  ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ვ. ქობალია

 

კრებსითი — სრული ვერსია