,,ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ნებართვებისა და ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №135 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
182
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-04-21
გამოქვეყნების თარიღი
2011-04-27
სარეგისტრაციო კოდი
360090000.10.003.016342
,,ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ნებართვებისა და ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №135 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №182

2011 წლის 21 აპრილი

ქ. თბილისი

„ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ნებართვებისა და ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №135 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართვე­ლოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ბირ­თვუ­ლი და რადიაციული საქმიანობის ნებართვებისა და ლი­ცენზი­ების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებუ­ლების დამტკიცების თაობაზე“ საქარ­თველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №135 დად­­გე­ნი­ლებით (სსმ III, №94, 12/08/2005) დამტკიცებულ დებულე­ბაში შე­ტა­ნილ იქნეს შემ­დე­გი ცვლილებები:

1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2. ნებართვის მისაღებად წარსადგენი საბუთები

ნებართვის მაძიებელი ნებართვის მისაღებად საქარ­თვე­ლოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) წარუდგენს წერილობით განცხა­დებას. ნებართვის მიღების თაობაზე განცხადების წარდგენა, განხილვა და წარმოებაში მიღება ხორციელდება „ლიცენზი­ე­ბისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხ­ლით დადგენილი წესით.“.

2. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 8. სანებართვო და სალიცენზიო მოწმობის ფორმა

სანებართვო და სალიცენზიო შემოწმების ფორმა განი­საზ­ღვრება საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რე­სუ­რ­სების მინისტრის კანონქვემდებარე ნორმატიული აქ­ტით.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნების­თა­ნავე.

პრემიერ-მინისტრი      ნ. გილაური

 

კრებსითი — სრული ვერსია