საქართველოს მთავრობის
დადგენილება №179
2011 წლის 21 აპრილი
ქ. თბილისი
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში (სსმ III, 2004 წ., №54, მუხ. 460) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების 41 მუხლის პირველი პუნქტის „ჩ“, „ც“, „ძ“ და „წ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური