„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენისა და ტერიტორიული ზონირების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №6 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
12
მიმღები ორგანო
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-04-15
გამოქვეყნების თარიღი
2011-05-02
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.122.016062
„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენისა და ტერიტორიული ზონირების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №6 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №12

2011  წლის 15  აპრილი

ქ. წყალტუბო                                                                                   

„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე სახელმწიფო და  ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენისა და ტერიტორიული ზონირების შესახებ“  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №6 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის  შესაბამისად:

1. „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე სახელმწიფო და  ადგილობრივი თვითმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენისა და ტერიტორიული ზონირების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №6 დადგენილების (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ ვებგვერდი www. matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.122.016054  თარიღი 18.03.2011 წელი)  მე-5 და მე-6 პუნქტები შეიცვალოს და  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„5. დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11), კანონმდებლობით დადგენილი წესით;

6.   დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

2. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №6 დადგენილებით დამტკიცებული №2  დანართის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში შემავალი ქვეპუნქტები შეიცვალოს და  გაიმართოს იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისით შემდეგნაირად:

გ.ა) ცენტრალური ზონისათვის – 1,3-ს;

გ.ბ) შუალედური ზონისათვის – 1-ს;

გ.გ) პერიფერიული ზონისათვის – 0,7-ს.

3. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს ზაზა მეტრეველს.

4. დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ.№11) კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საკრებულოს თავმჯდომარე                                             მ. საღარეიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია