ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის N11 დადგენილებაში - „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოების დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
38
მიმღები ორგანო
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-04-15
გამოქვეყნების თარიღი
2011-05-03
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.114.016060
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის N11 დადგენილებაში - „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოების დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

  ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №38

2011 წლის 15 აპრილი

დ. ჩოხატაური

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №11 დადგენილებაში ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის  გამგეობის  ტერიტორიული ორგანოების დებულების   დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

საკრებულომ დაადგინა:

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს  კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №11 დადგენილებაში ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის  გამგეობის ტერიტორიული ორგანოების დებულების   დამტკიცების შესახებ“ შეტანილ იქნ ეს შემდეგი ცვლილებები:

1.  დადგენილებით დამტკიცებული დებულების 1-ლი  მუხლის მე -4 პუნქტიდან ამოღებულ იქნ ეს სიტყვები: ,,გამგეობის ტერიტორიული ორგანო არ არის იურიდიული პირი“

2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე -10 მუხლის მე -6 პუნქტი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით: ,,6. გამგეობის რწმუნებულის არყოფნის  შემთხვევაში ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში გამგეობის რწმუნებულის მოვალეობის შესრულება გამგებლის დავალებით ეკისრება გამგეობის შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ერთ -ერთ მოხელეს“.

3. დადგენილება ძალაშია არსებული წესით გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე    ა. ხუნდაძე

კრებსითი — სრული ვერსია