,,გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 3 აგვისტოს №22 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
23
მიმღები ორგანო
გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-04-20
გამოქვეყნების თარიღი
2011-05-02
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.148.016056
,,გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 3 აგვისტოს №22 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №23

2011 წლის 20 აპრილი

ქ. გორი

„გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 3 აგვისტოს №22 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,

1. „გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 3 აგვისტოს №22 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ.ა“, „ჰ.ბ“, „ჰ.გ“, „ჰ.დ“, „ჰ.ე“ და „ჰ.ვ“ ქვეპუნქტები:

„ჰ.ა) ტურიზმისა და საკურორტო სფეროში მუნიციპალური განვითარების პროგრამებისა და პროექტების შესახებ წინადადებების შემუშავებას; აგრეთვე ახალი ტურისტული ადგილების შექმნისათვის რეკომენდაციების მომზადება და შეთავაზება;

ჰ.ბ) მუნიციპალიტეტში ტურიზმისა და საკურორტო სფეროში სტატისტიკური ინფორმაციის მოპოვება და შეგროვება;

ჰ.გ) მუნიციპალიტეტში ტურისტთა მოზიდვის მიზნით ტურისტული პოტენციალის შესახებ სარეკლამო-საინფორმაციო მასალების მომზადება;

ჰ.დ) ტურიზმისა და საკურორტო სფეროში დასაქმებულ კერძო მეწარმეთათვის სარეკლამო პროდუქციის გავრცელებაში ხელის შეწყობა;

 ჰ.ე) მუნიციპალიტეტში არსებული ტურისტული ინფრასტრუქტურის განთავსების საშუალებების, კვების ობიექტების, ტრანსპორტის, ბუნების ძეგლების, დაცული ტერიტორიების, არქეოლოგიური და არქიტექტურული ძეგლების, კულტურული ღონისძიებების, ფესტივალების, სახალხო დღესასწაულების და სხვა მონაცემთა ბაზის შექმნა;

ჰ.ვ) უცხოელი და ადგილობრივი ტურისტებისათვის საჭირო ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა.“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ღ“, „ყ“, „შ“, „ჩ“, „ც“ და „ძ“ ქვეპუნქტები:

„ღ) ტურიზმისა და საკურორტო სფეროში მუნიციპალური განვითარების პროგრამებისა და პროექტების შესახებ წინადადებების შემუშავებას; აგრეთვე ახალი ტურისტული ადგილების შექმნისათვის რეკომენდაციების მომზადება და შეთავაზება;

ყ) მუნიციპალიტეტში ტურიზმისა და საკურორტო სფეროში სტატისტიკური ინფორმაციის მოპოვება და შეგროვება;

შ) მუნიციპალიტეტში ტურისტთა მოზიდვის მიზნით ტურისტული პოტენციალის შესახებ სარეკლამო-საინფორმაციო მასალების მომზადება;

ჩ) ტურიზმისა და საკურორტო სფეროში დასაქმებულ კერძო მეწარმეთათვის სარეკლამო პროდუქციის გავრცელებაში ხელის შეწყობა;

 ც) მუნიციპალიტეტში არსებული ტურისტული ინფრასტრუქტურის განთავსების საშუალებების, კვების ობიექტების, ტრანსპორტის, ბუნების ძეგლების, დაცული ტერიტორიების, არქეოლოგიური და არქიტექტურული ძეგლების, კულტურული ღონისძიებების, ფესტივალების, სახალხო დღესასწაულების და სხვა მონაცემთა ბაზის შექმნა;

ძ) უცხოელი და ადგილობრივი ტურისტებისათვის საჭირო ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა“.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                         ზ. ხმალაძე

კრებსითი — სრული ვერსია