„სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
3101
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2003-08-26
გამოქვეყნების თარიღი
2003-09-18
სარეგისტრაციო კოდი
010.330.000.05.001.001.404
„სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 

საქართველოს კანონი

„სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

 „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ” საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №48, 2000 წელი, მუხ. 137) მე-4 მუხლის მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები:

ა) უმცროსი სპეციალური წოდება –  რიგითი, უმცროსი სერჟანტი, სერჟანტი, უფროსი სერჟანტი;

ბ) საშუალო სპეციალური წოდება –  უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი;

გ) უფროსი სპეციალური წოდება –  მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი;

დ) უმაღლესი სპეციალური წოდება –  საგამოძიებო დეპარტამენტის გენერალ-მაიორი.

5. რიგით შემადგენლობას სპეცილურ წოდებებს ანიჭებს საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი, ხოლო უმცროს და უფროს ოფიცერთა შემადგენლობას –  საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

6. საგამოძიებო დეპარტამენტის გენერალ-მაიორის წოდებას ანიჭებს საქართველოს პრეზიდენტი.”.

    მუხლი 2

 ეს კანონი ამოქმედდეს 2003 წლის 15 ოქტომბერს.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2003 წლის 26 აგვისტო.

№3101–რს

 

 

კრებსითი — სრული ვერსია