„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 10 ოქტომბრის №1131 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
237
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2011-04-20
გამოქვეყნების თარიღი
2011-04-20
სარეგისტრაციო კოდი
010240030.22.033.016169
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 10 ოქტომბრის №1131 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №23 7

2011 წლი ს 20 აპრილი

ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 10 ოქტომბრის №1131 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 10 ოქტომბრის №1131 ბრძანებაში (სსმ III, 16.10.2007, №144, მუხლი 1602) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის“ პირველი და მე-2 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 1

ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ცენტრალურ აპარატში და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებში (გარდა, სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგამოძიებო სამსახურისა) სტაჟირების გავლის წესსა და პირობებს.

    მუხლი 2

1. სამინისტრო, ახორციელებს რა მმართველობას საფინანსო-საბიუჯეტო, საგადასახადო სახელმწიფო ვალის მართვის სფეროში, უზრუნველყოფს საქართველოს ტერიტორიაზე საბიუჯეტო, საგადასახადო და სახელმწიფო ვალის მართვასთან დაკავშირებული კანონმდებლობის დაცვასა და შესრულების კონტროლს, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ერთიანი საკადრო პოლიტიკის გატარებას, კვალიფიციური კადრების მომზადებას, გადამზადებას და მათი კვალიფიკაციის ამაღლებას, ზრუნავს კადრების რეზერვის შექმნაზე.

2. კვალიფიციური კადრების მომზადების მიზნით, სამინისტრო სტაჟირების გასავლელად იღებს პერსპექტიულ ახალგაზრდებს, ხელს უწყობს მათი პროფესიული დონის ამაღლებას, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და ქმნის საფინანსო, საბიუჯეტო, საგადასახადო კანონმდებლობის და სხვა შესაბამის სფეროში ცოდნის დონის ამაღლების პირობებს.“.

2. ბრძანებით დამტკიცებული დანართი №1-ის:

ა) 12.1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12.1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატი

 საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი

 იურიდიული დეპარტამენტი

 ადმინისტრაციული დეპარტამენტი

 სამინისტროს ბიურო

 საბიუჯეტო დეპარტამენტი

 საგადასახადო პოლიტიკის დეპარტამენტი

 ფისკალური პროგნოზირების დეპარტამენტი

 შიდა აუდიტის დეპარტამენტი

 დავების განხილვის სამსახური.“;

ბ) 12.4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12.4. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური

მომსახურების დეპარტამენტი

სადეპოზიტო ოპრაციების დეპარტამენტი

შიდა ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების დეპარტამენტი

ანგარიშსწორების დეპარტამენტი

აღრიცხვის მეთოდოლოგიის და ანალიზის დეპარტამენტი

ადმინისტრაციული სამმართველო“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2011 წლის 20 აპრილიდან.

კ. ბაინდურაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია