საქართველოს კანონი
„საქართველოს პროკურატურის მუშაკთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს პროკურატურის მუშაკთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №32, 20.12.2002, მუხ.150) მე-6 მუხლის ტექსტი ჩაითვალოს პირველ პუნქტად და მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი:
„2. პროკურატურის მუშაკს სამისდღეშიო პენსია ენიშნება სამსახურიდან გათავისუფლებისთანავე, ხოლო ამ კანონის მიღებამდე პენსიაზე გასულ პირს სხვა სახის პენსიის შეწყვეტის შემთხვევაში – სათანადო ორგანოსათვის შესაბამისი განცხადებით მიმართვის დღიდან.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე
თბილისი,
2003 წლის 26 აგვისტო.
№3074–რს