„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2011 წლის 30 მარტის №104 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
106
მიმღები ორგანო
თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი
მიღების თარიღი
2011-04-13
გამოქვეყნების თარიღი
2011-04-20
სარეგისტრაციო კოდი
200130000.35.123.016058
„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2011 წლის 30 მარტის №104 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

თვითმმართველი  ქალაქის – ქუთაისის  საკრებულოს  

დადგენილება № 106        

2011 წლის 13  აპრილი

ქ. ქუთაისი                           

 „თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2011 წლის 30 მარტის №104 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, 44-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად  და სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორის 2011 წლის 11 აპრილის №01-40/316 წერილობითი შენიშვნების გათვალისწინებით, ქალაქ ქუთაისის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1. შეტანილ იქნეს „თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2011 წლის 30 მარტის №104 დადგენილებაში (რომელიც გამოქვეყნებულია საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში 2011 წლის 11 აპრილს) შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების მე-2 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. დასაბეგრი ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი შეადგენს:

1. რეზიდენტი საწარმოსათვის/ორგანიზაციისათვის – მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივების, დაუმონტაჟებელი მოწყობილობების, დაუმთავრებელი მშენებლობისა და არამატერიალური აქტივების, აგრეთვე, მის მიერ ლიზინგით გაცემული ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1%-ს. ამასთან:

ა. ადგილობრივი სამგზავრო-სატრანსპორტო გადაზიდვისას ავტობუსებისათვის (M3 კატეგორია – 5 ტონაზე მეტი), მათ ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივების, დაუმონტაჟებელი მოწყობილობების, დაუმთავრებელი მშენებლობისა და არამატერიალური აქტივების, აგრეთვე, მის მიერ ლიზინგით გაცემული ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების გადასახადის წლიური განაკვეთი შეადგენს 0,01 პროცენტს, 2013 წლის 1 იანვრამდე;

ბ. საქმიანობისათვის სპორტის დარგში, გადასახადის წლიური განაკვეთი შეადგენს მათ ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივების, დაუმონტაჟებელი მოწყობილობების, დაუმთავრებელი მშენებლობისა და არამატერიალური აქტივების, აგრეთვე, მის მიერ ლიზინგით გაცემული ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 0,01 პროცენტს 2013 წლის 1 იანვრამდე;

2. არარეზიდენტი საწარმოსათვის – საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ქონების – მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივების, დაუმონტაჟებელი მოწყობილობების, დაუმთავრებელი მშენებლობისა და არამატერიალური აქტივების (მათ შორის, იჯარით, ქირით, უზუფრუქტით, ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ქონების) საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1%-ს.

3. ფიზიკური პირისათვის: საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მათ შორის დაუმთავრებელი მშენებლობის, შენობა-ნაგებობების ან მათი ნაწილის) იახტების (კატარღების), თვითმფრინავების, შვეულმფრენების; არარეზიდენტისაგან ლიზინგით მიღებული ქონების; ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივების, დაუმონტაჟებელი მოწყობილობებისა და არამატერიალური აქტივების, აგრეთვე, მის მიერ ლიზინგით გაცემული ქონების; პირის მფლობელობაში ან/და სარგებლობაში არსებული გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებული ქონების (გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელობა ხორციელდება იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი ხელშეკრულების საფუძველზე) – დასაბეგრი ქონების გადასახადის წლიური განაკვეთის ოდენობა დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და შეადგენს:

ა. 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,2%-ს;

ბ. 100 000 ლარისა და მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,8 %-ს.“

2. დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე კონკრეტული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისათვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვ.მ-ზე განისაზღვრება არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, გადასახადის საბაზისო განაკვეთის /გადასახადის საბაზისო განაკვეთი ერთ კვადრატულ მეტრზე შეადგენს 0,24 ლარს/ შესაბამის ტერიტორიულ კოეფიციენტზე გადამრავლებით. კონკრეტული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისათვის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადის წლიური განაკვეთის დადგენისას, ამ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა, კონკრეტული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისათვის ტერიტორიული კოეფიციენტი და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთები განისაზღვრება დანართის შესაბამისად“.

3. დადგენილების დანართის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების ტერიტორიული კოეფიციენტები და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთები“.

4.   დადგენილების დანართში  გრაფის დასახელება: „გადასახა­დის განა­კვეთი 1 კვ.მ. მიწაზე წელი­წადში  (ლარი)“, შეიცვალოს დასახელებით: „გადასახა­დის განა­კვეთი 1 კვ.მ. არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების  მიწაზე წელი­წადში  (ლარი).“

მუხლი 2. დადგენილება ძალაში შევიდეს, კანონით დადგენილი წესით, მისი გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                    ა.ხვადაგიანი

 

კრებსითი — სრული ვერსია