ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოs
დადგენილება №18
2011 წლის 14 აპრილი
დაბა ხელვაჩაური
„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ’’ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 5 აპრილის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. ,,ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ’’ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 5 აპრილის №17 დადგენილების (www.matsne.gov.ge 12/04/2011წ.) მე-4 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 31 მარტიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.’’.
2. დადგენილება ამოქმედდეს კანონით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე მ. ფარტენაძე