,,ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ” დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 31 იანვრის №2-8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
6-19
მიმღები ორგანო
დმანისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-04-15
გამოქვეყნების თარიღი
2011-04-20
სარეგისტრაციო კოდი
210020010.35.156.016049
,,ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ” დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 31 იანვრის №2-8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №6-19

2011 წლი ს 15 აპრილი

ქ. დმანისი

 

 
                                       

 

 

 

 

 

 
,,ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ” დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 31 იანვრის №2-8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

    მუხლი 1

  ,,ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ” დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 31 იანვრის №2-8 დადგენილებაში (ვებგვერდი, 03.02.2011წ.) შევიდეს ცვლილება და დადგენილების დანართის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 4

  სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ერთ ჰექტარზე, ქონების გადასახადის წლიური განაკვეთ ებია (მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე):

 

 

№

 

მიწის კატეგორიები

გადასახადის განაკვეთები

ლარი/ჰა

1

სათიბები (მათ , შორის გაკულტურებული)

18

2

საძოვრები (მათ , შორის გაკულტურებული)

15

3

ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწები

3

4

ყოფილი საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობის ტყეები

30

5

კარგი და მწირი ხარისხის სხვა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სახნავი, საკარმიდამო და სხვ.) მიწები

82

”.  

    მუხლი 2  

 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

   საკრებულოს თავმჯ დომარე    ბ . მგელაძე

კრებსითი — სრული ვერსია