საქართველოს კანონი
„მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13, 12.04.2005, მუხ. 84) მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:
„51. პოლიგრაფიულ საწარმოს, რომელსაც შეუძლია პროდუქციაზე დაიტანოს 3 ან/და მეტი დამცავი ნიშანი, ესაჭიროება სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული საქმიანობის უფლების მიღება.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2011 წლის 8 აპრილი.
№4523-Iს