საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიის შექმნის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
212
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2011-04-18
გამოქვეყნების თარიღი
2014-06-20
სარეგისტრაციო კოდი
040030000.08.002.016209
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიის შექმნის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №212

2011 წლის 18 აპრილი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის –ფინანსთა სამინისტროს აკადემიის შექმნის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 19 აპრილის ბრძანებულება №215-ვებგვერდი, 19.04.2011წ.

 

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საფინანსო აკადემიის ბაზაზე შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი –   ფინანსთა სამინისტროს აკადემია  (შემდეგში – აკადემია).

საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 19 აპრილის ბრძანებულება №215-ვებგვერდი, 19.04.2011წ.

2. აკადემიის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.

3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საფინანსო აკადემიის უფლებები და მის მიერ ნაკისრი მოვალეობები განახორციელოს აკადემიამ.

4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს:

ა) ამ ბრძანებულების პირველი პუნქტის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება;

ბ) აკადემიის დებულების დამტკიცება;

გ) აკადემიის ხელმძღვანელის დანიშვნა.

5. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საფინანსო აკადემიის რეორგანიზაციის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 25 იანვრის №4 1 ბრძანებულება.

6 . ეს ბრძანებულება, გარდა მე-4 პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებისა , ამოქმედდეს 2011 წლის 2 7 აპრილიდან .

საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 20 აპრილის ბრძანებულება №217-ვებგვერდი, 20.04.2011წ.

7 . ამ ბრძანებულების მე-4 პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .

მ. სააკაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 19 აპრილის ბრძანებულება №215-ვებგვერდი, 19.04.2011წ.

2. საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 20 აპრილის ბრძანებულება №21 7 -ვებგვერდი, 20 .04.2011წ.

1. ძალადაკარგულია – საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 20 ივნისის ბრძანებულება №255 - ვებგვერდი, 20.06.2014წ.

კრებსითი — სრული ვერსია