საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №502
1999 წლის 23 აგვისტო
ქ. თბილისი
იმ თანამდებობის პირების ნუსხაში, რომელთაც აქვთ სახელმწიფო საიდუმლოებისათვის კონკრეტული ინფორმაციის მიკუთვნების უფლება, ცვლილებების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულებით დამტკიცებულ „ნუსხაში იმ თანამდებობის პირებისა, რომელთაც აქვთ სახელმწიფო საიდუმლოებისათვის კონკრეტული ინფორმაციის მიკუთვნების უფლება“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ნუსხას დაემატოს შემდეგი შინაარსის 281 პუნქტი:
„281. დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში:
– ქვეგანყოფილების უფროსები და ზემოთ;
– ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური ქვედანაყოფების პასუხისმგებელი მუშაკები“.
შემდეგ როგორც ტექსტშია.
ე. შევარდნაძე