საქართველოს კანონი
„სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №15 3.06.2002, მუხ.61) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-6 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ) საბაჟო ბროკერისა და საბაჟო გადამზიდველის საქმიანობა – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტი;“.
2. მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) საბაჟო საწყობების (გარდა საბაჟო ორგანოების მიერ დაარსებული საწყობების) საქმიანობის, უბაჟო საცალო ვაჭრობის ობიექტის საქმიანობის, საბაჟო კონტროლის ქვეშ და საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების ნებართვები – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტი.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2003 წლის 1 ოქტომბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე
თბილისი,
2003 წლის 26 აგვისტო.
№3056–რს