საქართველოს პრეზიდენტის
2002 წლის 16 დეკემბერი
ქ. თბილისი
„ფოთის საზღვაო ნავსადგურის რესტრუქტურიზების და მოდერნიზების სტრატეგიის დამტკიცებისა და განხორციელების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 27 სექტემბრის №424 ბრძანებულების შესრულების უზრუნველყოფის და ფოთის საზღვაო ნავსადგურის ცალკეული ტერმინალების (ნავმისადგომების) საერთაშორისო ტენდერების საფუძველზე გრძელვადიანი იჯარით ან მართვის უფლებით გაცემისათვის სატენდერო კომისიის შექმნის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 12 მარტის №104 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ფოთის საზღვაო ნავსადგურის რესტრუქტურიზების და მოდერნიზების სტრატეგიის დამტკიცებისა და განხორციელების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 27 სექტემბრის №424 ბრძანებულების შესრულების უზრუნველყოფის და ფოთის საზღვაო ნავ-სადგურის ცალკეული ტერმინალების (ნავმისადგომების) საერთაშორისო ტენდერების საფუძველზე გრძელვადიანი იჯარით ან მართვის უფლებით გაცემისათვის სატენდერო კომისიის შექმნის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 12 მარტის №104 ბრძანებულების პირველი მუხლით შექმნილი სატენდერო კომისიის შემადგენლობაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) სატენდერო კომისიის შემადგენლობიდან გამოყვანილ იქნეს იურგენ შრამი;
ბ) სატენდერო კომისიის შემადგენლობაში შეყვანილ იქნეს რობინ ერლი – ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მთავარი ბანკირი.
ე. შევარდნაძე