საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №443
2002 წლის 22 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„ფოთის საზღვაო ნავსადგურის რესტრუქტურიზების და მოდერნიზების სტრატეგიის დამტკიცებისა და განხორციელების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 27 სექტემბრის №424 ბრძანებულების შესრულების უზრუნველყოფის და ფოთის საზღვაო ნავსადგურის ცალკეული ტერმინალების (ნავმისადგომების) საერთაშორისო ტენდერების საფუძველზე გრძელვადიანი იჯარით ან მართვის უფლებით გაცემისათვის სატენდერო კომისიის შექმნის თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 12 მარტის №104 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ფოთის საზღვაო ნავსადგურის რესტრუქტურიზების და მოდერნიზების სტრატეგიის დამტკიცებისა და განხორციელების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 27 სექტემბრის №424 ბრძანებულების შესრულების უზრუნველყოფის და ფოთის საზღვაო ნავსადგურის ცალკეული ტერმინალების (ნავმისადგომების) საერთაშორისო ტენდერების საფუძველზე გრძელვადიანი იჯარით ან მართვის უფლების გაცემისათვის სატენდერო კომისიის შექმნის თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 12 მარტის №104 ბრძანებულების პირველი მუხლით შექმნილი სატენდერო კომისიის შემადგენლობაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. სატენდერო კომისიის შემადგენლობაში ოლეგ ნიწკოლეიშვილის ნაცვლად შეყვანილ იქნეს ლაშა ჟვანია – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე.
2. სატენდერო კომისიის შემადგენლობაში ვაჟა კაპანაძის ნაცვლად შეყვანილ იქნეს პაატა ჭარაქაშვილი – საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილე.
ე. შევარდნაძე