„თვითმმართველი ერთეულის ჭიათურის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისა და სარგებლობის უფლების გადაცემის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 01 ოქტომბრის №20 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
10
მიმღები ორგანო
ჭიათურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-04-15
გამოქვეყნების თარიღი
2011-04-20
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.129.016027
„თვითმმართველი ერთეულის ჭიათურის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისა და სარგებლობის უფლების გადაცემის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 01 ოქტომბრის №20 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №10

2011 წლის 15 აპრილი

ქ. ჭიათურა

„თვითმმართველი ერთეულის ჭიათურის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისა და სარგებლობის უფლების გადაცემის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 01 ოქტომბრის №20 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების შესაბამისად

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1

„თვითმმართველი ერთეულის ჭიათურის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისა და სარგებლობის უფლების გადაცემის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 01 ოქტომბრის №20 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ნაწილი V, №39, 18.10.2010, მუხლი 1148) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე) „ბეს“ და ,,უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის“ რაოდენობას, ბიჯის სიდიდეს და აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასს, რომლის ოდენობას განსაზღვრავს ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით.“     

ბ) დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლებს და განაცხადის შეტანის მომენტისათვის მოქმედ ამონაწერს სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში).“

მუხლი 2

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                               ი.ჭუმბურიძე

 

 

კრებსითი — სრული ვერსია