საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №186
2002 წლის 22 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 12 იანვრის №14 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
შეტანილ იქნეს ცვლილება საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 12 იანვრის №14 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულებაში და მე-18 მუხლის „თ“ ქვეპუნქტში სიტყვა „(სამმართველო)“ შეიცვალოს სიტყვით „(სამსახური)“.
ე. შევარდნაძე