საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
31
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
1999-11-26
გამოქვეყნების თარიღი
1999-12-01
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998) 56-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პარლამენტის პლენარული სხდომა იმართება, როგორც წესი, სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს. პლენარული სხდომის დღეებში პარლამენტი მუშაობას იწყებს დილის 11 საათზე და ამთავრებს საღამოს 18 საათზე. 11-დან 14 საათამდე მიმდინარეობს დილის სხდომა, ხოლო ორსაათიანი შესვენების შემდეგ, 16-დან 18 საათამდე – საღამოს სხდომა, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს პარლამენტის გადაწყვეტილებით, დამსწრეთა უმრავლესობით.“.

II. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე                                                  ზ. ჟვანია

 

თბილისი,

1999 წლის 26 ნოემბერი.

№31 – Iს

 

კრებსითი — სრული ვერსია