შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
16
მიმღები ორგანო
შუახევის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-04-08
გამოქვეყნების თარიღი
2012-02-24
სარეგისტრაციო კოდი
010320000.35.135.016029
შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრის შესახებ

შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №16

2011 წლის 8 აპრილი

დაბა შუახევი

შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. განისაზღვროს შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგო თანახმად დანართისა.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 მარტის №10 დადგენილება „შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრის შესახებ“.

3. ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე    ი. ქათამაძე

შეტანილი ცვლილებები:

1. ძალადაკარგულია - შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 24 თებერვლის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 29.02.2012წ.

დანართი

შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები

№

თანამდებობის დასახელება

თანამდებობრივი სარგო ლარებში

1

საკრებულოს თავმჯდომარე

2360

2

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

1100

3

საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე

650

4

საკრებულოს აპარატის უფროსი

700

6

მთავარი სპეციალისტი- უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი

420

7

წამყვანი სპეციალისტი – უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი

400

8

დამხმარე მოსამსახურე – მძღოლი

350

9

დამხმარე მოსამსახურე – დამლაგებელი

250

 

 

კრებსითი — სრული ვერსია