საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №298
1998 წლის 5 მაისი
ქ. თბილისი
„საქართველოს პრეზიდენტთან შეწყალების საკითხთა კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 8 მაისის №309 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
"საქართველოს პრეზიდენტთან შეწყალების საკითხთა კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 8 მაისის №309 ბრძანებულებით დამტკიცებულ კომისიის შემადგენლობაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. შეყვანილ იქნეს შეწყალების კომისიის შემადგენლობაში დავით სალარიძე – საქართველოს სახალხო დამცველი.
2. გამოყვანილ იქნენ კომისიის შემადგენლობიდან ალექსანდრე კავსაძე და გია მეფარიშვილი.
ე. შევარდნაძე