„მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 27 ნოემბრის №697 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
396
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2001-10-01
გამოქვეყნების თარიღი
2001-10-04
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 27 ნოემბრის №697 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №396

2001 წლის 1 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 27 ნოემბრის №697 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე

„მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქარ­თვე­­ლოს პრეზიდენტის 1997 წლის 27 ნოემბრის №697 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

ა) საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის „საქართველოს საკონს­ტიტუციო სამართლის“ ნაწილის XI თემას მე-9 აბზაცის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ახალი აბზაცი:

„საქართველოს ადვოკატურა.“;

ბ) საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის „საქართველოს საკონ­სტიტუციო სამართლის“ ლიტერატურის სიას დაემატოს შემდეგი – ლიტერა­ტურა „საქართველოს კანონი ადვოკატთა შესახებ“, საქართველოს საკანონ­მდებლო მაცნე, I, №22, 06.07.2001 წელი.“;

გ) საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის „სისხლის სამართლის პროცესის “ XXXIX თემას დაემატოს შემდეგი სიტყვები:

„საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა“;

დ) საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის „სამოქალაქო საპროცე­სო სამართლის“ XV თემას დაემატოს შემდეგი სიტყვები:

„საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა“.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია