საგარეო ვაჭრობის ლიბერალიზაციისა და საბაჟო ტარიფების ოპტიმიზაციის მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
131
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2004-12-31
გამოქვეყნების თარიღი
2005-08-18
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
საგარეო ვაჭრობის ლიბერალიზაციისა და საბაჟო ტარიფების ოპტიმიზაციის მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №131

2004 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

საგარეო ვაჭრობის ლიბერალიზაციისა და საბაჟო ტარიფების ოპტიმიზაციის მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ

,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საქართველოს მსოფლიო ეკონომიკაში ინტეგრაციის გაღრმავების, საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობის შემდგომი გააქტიურებისა და საბაჟო ტარიფების ოპტიმიზაციის მიზნით:

1. შეიქმნას სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ზურაბ ნოღაიდელი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

ეკა ავალიანი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საგარეო ეკონომიკური ურთიერთობებისა და საერთაშორისო პროგრამების დეპარტამენტის უფროსი

ზურაბ ანთელიძე – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

კახაბერ დამენია – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი

თამარ კოვზირიძე        – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე

ნუკრი ლიპარტაშვილი – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ინვესტიციებისა და ექსპორტის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე

დავით ლომიძე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტის საგადასახადო პოლიტიკის სამმართველოს უფროსი.

2. კომისიამ 2005 წლის 15 თებერვლამდე შეიმუშაოს წინადადებები საგარეო ვაჭრობის ლიბერალიზაციისა და საბაჟო ტარიფების ოპტიმიზაციის შესახებ.

3. კომისიის უფლებამოსილების ვადა განისაზღვროს 2005 წლის 30 აპრილამდე.

4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ზ. ნოღაიდელი) ორ კვირაში შეიმუშაოს სამთავრობო კომისიის დებულება.

პრემიერ-მინისტრი ზ. ჟვანია

შეტანილი ცვლილებები:

 1. ძალადაკარგულია - საქართველოს მთავრობის 2005  წლის 18 აგვისტოს დადგენილება №142 - სსმ III, №97, 19.08.2005 წ., მუხ.1094

კრებსითი — სრული ვერსია