„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
177
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-04-12
გამოქვეყნების თარიღი
2011-04-15
სარეგისტრაციო კოდი
040030000.10.003.016337
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №177

2011 წლის 12 აპრილი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კა­ნონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „საჯარო სა­მარ­თ­ლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომ­სა­ხურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვე­თე­ბის დამ­ტკი­ცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში (სსმ, 2010 წელი, №33, III ნაწილი, მუხლი 538) შე­ტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. დადგენილების 16 მუხლი ამოღებულ იქნეს.

2. დადგენილებით დამტკიცებულ „სსიპ – შემოსავლების სამ­სა­­ხუ­რის მიერ მომსა­ხურების გაწევისათვის საფასურებსა და მა­თ გა­ნაკვეთებში“:

ა) 77-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

,,77

ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზო­ნაში ავტოსატრანსპორტო სა­შუ­ა­­ლე­ბის განთავსებასთან დაკავ­ში­რებული მომსახურება

 

 

ერთ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე – 80 ლარი“;

 

 

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 81-ე გრაფა:

 

 

,,81

საქართველოს საგადასახადო კო­დექსის მიზნებისათვის, სა­წარ­მოო და­ნაკარგების მაქსი­მალური ზღვ­­რუ­­ლი ოდენო­ბე­ბის, საქონლის გა­მო­სავლია­ნობისა და საწარმოო პრო­­­ცეს­თან დაკავშირებული სხვა ტექ­­ნიკური ნორმების დადგენა

 

ერთი თვე

 

5 000 ლარი.“.

 

მუხლი 2

1. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვე­პუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 6 აპრილიდან წარ­მოშობილ ურთიერთობებზე.

პრემიერ-მინისტრი  ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია