"ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში დამატების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
171
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-04-12
გამოქვეყნების თარიღი
2011-04-15
სარეგისტრაციო კოდი
390050020.10.003.016331
"ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში დამატების შეტანის შესახებ

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №171

2011 წლის 12 აპრილი

ქ. თბილისი

„ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს                                №132 დადგენილებაში დამატების შეტანის შესახებ

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით (სსმ, 2005 წელი, №94, მუხლი 1066) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:

„9. სახელმწიფოებრივი ან/და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების (სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის თანხმობით) ან სამთავრობო დაწესებულებების მომართვის საფუძველზე და საქართველოს მთავრობის თანხმობის შემთხვევაში ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, ლიცენზიის გარეშე გამოყოს ტყეკაფი შესაბამისი სამთავრობო დაწესებულებისათვის, ან მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის, ან მათ მიერ დასახელებული პირისათვის, შესაბამისი ვადით.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი  ნ. გილაური

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია