საქართველოს მთავრობის
დადგენილება №170
2011 წლის 12 აპრილი
ქ. თბილისი
„შპს „საქართველოს რკინიგზისათვის“ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 14 იანვრის №10 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „შპს „საქართველოს რკინიგზისათვის“ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 14 იანვრის №10 დადგენილებაში (სსმ, 20.01.2010 წ.) შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:
1. მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტში, მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში, მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტში, მე-11 მუხლის მე-2 პუნქტში, მე-18 მუხლის სათაურში, პირველ და მე-2 პუნქტებში, მე-19 მუხლის მე-5 პუნქტში სიტყვა „მოსაკრებელი“ შეიცვალოს სიტყვით „საფასური“.
2. მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:
„ვ) დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით გამოიყენოს მსოფლიო ბანკის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის მიერ განსაზღვრული შესყიდვების პროცედურები.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური