მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის საქართველოს სახელმწიფო პრემიების კომიტეტის შემადგენლობაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
686
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
1998-12-10
გამოქვეყნების თარიღი
1998-12-24
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის საქართველოს სახელმწიფო პრემიების კომიტეტის შემადგენლობაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №686

1998 წლის 10 დეკემბერი

ქ. თბილისი

მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის საქართველოს სახელმწიფო პრემიების კომიტეტის შემადგენლობაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიების კომიტეტის გამოკლებული წევრების აკადემიკოს მ. აბდუშელიშვილის, აკადემიის წევრ-კორესპონდენტის ი. ჯებაშვილის და აკადემიის წევრ-კორესპონდენტის ს. ჯორბენაძის ნაცვლად საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 25 ნოემბრის №683 ბრძანებულებით დამტკიცებულ კომიტეტის შემადგენლობაში შეყვანილ იქნენ:

გივი ცინცაძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი,  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ზოგადი და  არაორგანული ქიმიის კათედრის გამგე  (ქიმია, ფარმაკოქიმია)

ლევან ალექსიძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის  კათედრის გამგე (ეკონომიკა და სამართალი)

გურამ თოფურია  – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის იბერიულ-კავკასიურ ენათა განყოფილების           გამგე (კავკასიური ენები).

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია