საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №329
1999 წლის 19 მაისი
ქ. თბილისი
“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 ნოემბრის №672 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 ნოემბრის №672 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დებულების VII თავში ამოღებულ იქნეს სიტყვები – „სადესანტო-მოიერიშე ბრიგადა“.
2. ამოღებულ იქნეს დებულების 31-ე მუხლი.
3. დებულების VII თავსა და დებულების 33-ე მუხლში სიტყვები „კადრებისა და პირად შემადგენლობასთან მუშაობის მთავარი სამმართველო“ შეიცვალოს სიტყვებით „კადრებისა და პირად შემადგენლობასთან მუშაობის დეპარტამენტი“.
4. დებულების VII თავსა და 35-ე მუხლში სიტყვები „პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახური“ შეიცვალოს სიტყვებით „იურიდიული სამსახური“.
5. დებულების VII თავსა და 37-ე მუხლში სიტყვები „კავშირგაბმულობის სამსახური“ შეიცვალოს სიტყვებით „კავშირგაბმულობის სამმართველო“.
6. დებულების VII თავსა და 38-ე მუხლში სიტყვები „სამედიცინო სამმართველო“ შეიცვალოს სიტყვებით „სამედიცინო დეპარტამენტი“.
7. დებულების 41-ე მუხლიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „სახელმწიფო“.
ე. შევარდნაძე