„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 31 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
21
მიმღები ორგანო
თვიმმართველი ქალაქი ბათუმი
მიღების თარიღი
2011-04-14
გამოქვეყნების თარიღი
2011-04-18
სარეგისტრაციო კოდი
200230000.35.132.016048
„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 31 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

თვითმმართველი ქალაქის  – ბათუმის საკრებულოს

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №21

2011 წლის 14 აპრილი

ქ. ბათუმი

 „თვითმმართველი ქალაქის  – ბათუმის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 31 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თვითმ­მართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :

    მუხლი 1

„თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღების შესახებ“ თვითმ­­მართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2011 წლის                 31 იანვრის №2 დადგენი­ლებაში (სსმ, ვებ პორტალი: matsne.gov.ge, 27.01.2011 წ.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დადგენილების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი ერთ ჰექტარზე გაანგარიშებით განისაზღვროს:

ა) საძოვრებისათვის (ბუნებრივი, გაკულტურებული) – 15 ლარი;

ბ) სათიბებისათვის (ბუნებრივი, გაკულტურებული) – 18 ლარი;

გ) სხვა მიწებისათვის (კარგი, მწირი) – 94 ლარი.“.

ბ) დადგენილების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „7. ქონების გადასახადისაგან გათავისუფლდეს:

ა) მრავალბინიან სახლში მცხოვრები ფიზიკური პირის თანასაკუთრებაში არსებული ფართობის პროპორციულად განსაზღვრული დაბეგვრის ობიექტი (მიწის ფართი);

ბ) საცხოვრებელ სახლებზე ან/და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები.“.  

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2011 წლის 31 მარტი­დან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

საკრებულოს თავმჯდომარე                     გ. კირთაძე

კრებსითი — სრული ვერსია