საქართველოს კანონი
„საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №17, 3.07.96, გვ.18) 38-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. 2004 წლის 1 იანვრამდე საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული სათამაშო ბიზნესის გადასახადის 50% მიიმართოს ცენტრალურ ბიუჯეტში, ხოლო 50% – შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2003 წლის 1 ოქტომბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე
თბილისი,
2003 წლის 26 აგვისტო.
№2994-რს