საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №482
2002 წლის 18 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 31 დეკემბრის №544 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 31 დეკემბრის №544 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე და სამი მოადგილე“.
ე. შევარდნაძე