თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ.

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
5/4
მიმღები ორგანო
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-04-13
გამოქვეყნების თარიღი
2021-02-26
სარეგისტრაციო კოდი
210020010.35.157.016043
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ.

(ძალადაკარგულია - 26.02.2021, № 321)

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №5/4

2011 წლის 13 აპრილი

ქ. თეთრიწყარო

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებ ლების შემოღების შესახებ

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის  24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ.ბ� ქვეპუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ� საქართველოს კანონის მე-20 და 25-ე მუხლისა და საქართველოს კანონის ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ�  მე-3, მე-5, მე-6, 121 და მე-15 მუხლების საფუძველზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 31 ოქტომბრის დადგენილება №86 - ვებგვერდი, 10.11.2014 წ.

1. შემოღებულ იქნეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსაკრებელი, მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის (დანართი1, თავი I).

2. შემოღებულ იქნეს მოსაკრებელი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიებზე დასუფთავებისათვის (დანართი1, თავი II).

3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 იანვრის №2/3 დადგენილება ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღების შესახებ.�

4. დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე� გ. მესტვირიშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ს 2011 წლის 27 მაისი ს დადგენილება №6/1 - ვებგვერდი, 02.06.2011 წ.

2. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 15 ივნისის დადგენილება №7/3 - ვებგვერდი, 20.06.2011 წ.

3. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 ნოემბრის დადგენილება №14/7 - ვებგვერდი, 25.11.2011 წ.

4. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201 4 წლის 31 ოქტომბრის დადგენილება №86 - ვებგვერდი, 10.11.2014 წ.

დანართი 1

თავი I

მოსაკრებელი მშენებლობის ნებართვისათვის.

��� მუხლი 1

მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის გადამხდელია მშენებარე ობიექტის მესაკუთრე ფიზიკური ან იურიდიული პირი.

��� მუხლი 2

საკრებულოს მიერ დაწესებული მოსაკრებილის ოდენობა:

ა) ახალაშენებული ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის, განისაზღვროს ერთი ლარით, ხოლო საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის � ხუთი ლარით;

ბ) დემონტაჟს დაქვემდებარებული ობიექტის ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის, განისაზღვროს ერთი ლარით.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 ნოემბრის დადგენილება №14/7 - ვებგვერდი, 25.11.2011 წ.

��� მუხლი 3

ა) მოსაკრებლის გადახდისაგან თავისუფლდება სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის მშენებლობა:

ბ) მოსაკრებლის გადახდისაგან  თავისუფლდება სახელმწიფოს 100 %-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი  კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც მუნიციპალიტეტში  შეასრულებს  წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ს 2011 წლის 27 მაისი ს დადგენილება №6/1 - ვებგვერდი, 02.06.2011 წ.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 15 ივნისის დადგენილება №7/3 - ვებგვერდი, 20.06.2011 წ.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 31 ოქტომბრის დადგენილება №86 - ვებგვერდი, 10.11.2014 წ.

��� მუხლი 4

მშენებლობის მოსაკრებელი გადაიხდება მშენებლობის ნებართვის გაცემამდე.

თავი II

მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის

��� მუხლი 1

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავება გულისხმობს ამ ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებას და მის ტერიტორიაზე წარმოქმნილი ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებას, გაუვნებლებას და ნარჩენების განთავსების საბოლოო ადგილების მოვლა-პატრონობას.

��� მუხლი 2

მოსაკრებლის გადამხდელები არიან ფიზიკური და იურიდიული პირი, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომლებიც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოქმნიან ნარჩენებს.

��� მუხლი 3

მოსაკრებლის ოდენობა ერთ სულ მოსახლეზე შეადგენს 0,5 ლარს თვეში, ხოლო იურიდიული პირის, ორგანიზაციის და დაწესებულებისათვის � 10 ლარს 1 კუბურ მეტრ ნარჩენზე.

��� მუხლი 4

მოსაკრებელი გადაიხდება ყოველთვიურად მომდევნო თვის თხუთმეტ რიცხვამდე.

��� მუხლი 5

ადგილობრივ მოსაკრებელთან დაკავშირებულ დავას წყვეტს სასამართლო, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

კრებსითი — სრული ვერსია