საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №519
2001 წლის 19 დეკემბერი
ქ. თბილისი
„უშიშროებისა და სამართალდაცვის სისტემის ორგანოების ინსტიტუციური რეფორმის წინადადებების შემმუშავებელი ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებული დროებითი საუწყებათაშორისო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 6 დეკემბრის №499 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე
„უშიშროებისა და სამართალდაცვის სისტემის ორგანოების ინსტიტუციური რეფორმის წინადადებების შემმუშავებელი ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებული დროებითი საუწყებათაშორისო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 6 დეკემბრის №499 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს დამატება და პირველი პუნქტით შექმნილ დროებით კომისიაში შეყვანილ იქნეს სულხან მოლაშვილი – საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე.
ე. შევარდნაძე