საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №332
2004 წლის 14 აგვისტო
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საზღვარგარეთ არსებული საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ფონდის“ შექმნის შესახებ
საზღვარგარეთ არსებული საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის მოძიების, აღნუსხვის, შესწავლისა და დაცვის ხელშეწყობის მიზნით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის საფუძველზე:
1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „საზღვარგარეთ არსებული საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ფონდი“ (შემდგომში – ფონდი).
2. (ძალადაკარგულია).
საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 22 ნოემბრის ბრძანებულება №530-სსმIII,№137,26.11.2004წ., მუხ.1227
3. ფონდის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ს. ზურაბიშვილი).
4. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (კ.ბენდუქიძე) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წინადადების საფუძველზე უზრუნველყოს ფონდისათვის უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით სათანადო ფართობის გადაცემა.
მ. სააკაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 22 ნოემბრის ბრძანებულება №530-სსმIII,№137,26.11.2004წ., მუხ.1227
2. ძალადაკარგულია-საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 14 თებერვლის ბრძანებულება №120-სსმIII, №22,17.02.2006წ.,მუხ.259
დანართი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საზღვარგარეთ არსებული საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ფონდის“ დებულება
(ძალადაკარგულია)
საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 22 ნოემბრის ბრძანებულება №530-სსმIII,№137,26.11.2004წ., მუხ.1227