საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება № 56
1999 წლის 11 თებერვალი
ქ.თბილისი
„ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების მართვის სრულყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 დეკემბრის №723 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების მართვის სრულყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 დეკემბრის №723 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. 1-ლი პუნქტის შესაბამისად შექმნილი ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების შემუშავებისა და მართვის სამთავრობო კომისიის შემადგენლობიდან გამოყვანილ იქნენ: ზურაბ ერქვანია, სპარტაკ ლაშხი, თემურ ლორია, დემურ მიქაძე, მირიან მურჯიკნელი, ბადრი შოშიტაიშვილი, მიხეილ ჩიკვილაძე, მიხეილ ჭკუასელი.
2. კომისიის შემადგენლობაში შეყვანილ იქნენ:
დავით ონოფრიშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი, კომისიის თანათავმჯდომარე
ნოდარ ულუმბერაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის პასუბისმგებელი მდივანი
ალექსანდრე ბარბაქაძე – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ზურგის მთავარი სამმართველოს უფროსი
ივანე ზოდელავა თბილისის მერი
გიორგი ჩეჩელაშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე
ლონდერ ცაავა – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე
დავით წივწივაძე – საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის პირველი მოადგილე
ე. შევარდნაძე