„საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 1 დეკემბრის №703 ბრძანებულებაში ცვლილებების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
537
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2000-12-25
გამოქვეყნების თარიღი
2000-12-29
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.000.000000
„საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 1 დეკემბრის №703 ბრძანებულებაში ცვლილებების თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №537

2000 წლის 25 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 1 დეკემბრის №703 ბრძანებულებაში ცვლილებების თაობაზე

„საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 1 დეკემბრის №703 ბრძა­­­ნებულებით დამტკიცებულ საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის დებუ­ლებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 26-ე პუნქტის „თ“ და „ი“ პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) გამანაწილებელი ენერგოკომპანიების მართვის დეპარტამენტი;“,

ი) ელექტროენერგეტიკის და ლიცენზირების დეპარტამენტი “.

2. „35-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„35. გამანაწილებელი ენერგოკომპანიების მართვის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) გამანაწილებელი სექტორის მდგომარეობისა და განვითარების მონიტორინგი“;

ბ) გამანაწილებელი სექტორის რეაბილიტაციისა და განვითარების ხელის შეწყობა;

გ) გამანაწილებელ სექტორში საბაზრო პრინციპების განუხრელი განხორციელება;

დ) გამანაწილებელი კომპანიების მართვის ეფექტიანობის ამაღლება, ინვესტიციების მოზიდვისა და განსახელმწიფოებრიობის პროცესის ხელშეწყობა“.

3. 36-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„36. ელექტროენერგეტიკის და ლიცენზირების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ჰიდრო და თბოენერგეტიკის განვითარების მონიტორინგი, სარეალიზაციო პროექტების განხორციელებისათვის ხელის შეწყობა;

ბ) ელექტროგადაცემისა და დისპეტჩერიზაციის სექტორის რეაბილიტაციისა და განვითარების განხორციელებისათვის ხელის შეწყობა;

გ) ელექტროენერგეტიკული სისტემის მდგომარეობის მონიტორინგი;

დ) საქართველოს ტერიტორიაზე მშენებარე სათბობ-ენერგეტიკული ობიექტების განთავსების ლიცენზირების განხორციელება;

ე) სათბობ-ენერგეტიკული სექტორის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ტექნიკურ-ნორმატიული აქტებისა და დოკუმენტაციის შემუშავება, მათი მომზადებისა და დადგენილი წესით რეგისტრაციის კოორდინაცია“.

ე.შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია