„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოსეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 23 ოქტომბრის №1-1/2388 ბრძანებში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
1-1/572
მიმღები ორგანო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი
2011-04-14
გამოქვეყნების თარიღი
2011-04-19
სარეგისტრაციო კოდი
010340000.22.024.016066
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოსეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 23 ოქტომბრის №1-1/2388 ბრძანებში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/572

2011 წლის 14 აპრილი

ქ. თბილისი

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 23 ოქტომბრის №1-1/2388 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 23 ოქტომბრის №1-1/2388 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 28.10.09 წ., №132) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ფინანსური მონიტორინგის გაწევა პრივატიზებისა და სახელმწიფო ქონების დროებით სარგებლობაში გადაცემის პროცესიდან მიღებულ და მისაღებ შემოსავლებზე;”.

2. დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ჯ” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.

ვ. ქობალია

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია