საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთ ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
444
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
1998-08-01
გამოქვეყნების თარიღი
1998-08-17
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.000.000000
საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთ ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №444   

        1998 წლის 1 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთ ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

 „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე 1998 წლის 17 ივლისის ორგანული კანონის თანახმად შეტანილ იქნეს ცვლილებები ზოგიერთ ბრძანებულებაში.

1. „რაიონული (საქალაქო) სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 14 ნოემბრის №649 ბრძანებულების 65-ე პუნქტში, „თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიისა და სასამართლო კოლეგიებში მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 14 ნოემბრის №650 ბრძანებულების მე-3 პუნქტში, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რაიონული (საქალაქო) სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 14 ნოემბრის №651 ბრძანებულების მე-7 პუნქტში, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რაიონული (საქალაქო) სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიის, ადგილსამყოფელისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 27 ნოემბრის №699 ბრძანებულების მე-10 პუნქტში სიტყვები „1998 წლის 1 აგვისტოდან“ შეიცვალოს სიტყვებით „1999 წლის 20 იანვრიდან“. ხოლო „მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 25 მარტის №176 ბრძანებულების მე-16 მუხლის პირველ პუნქტში და მე-17 მუხლში სიტყვები „1998 წლის 1 აგვისტოს“ შესაბამისად შეიცვალოს სიტყვებით „1999 წლის 20 იანვრის“ და „1999 წლის 20 იანვარს.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია