საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №109
1999 წლის 19 მარტი
ქ. თბილისი
„ქვეყანაში თავდაცვითი დანიშნულების სამეცნიერო-სამრეწველო საქმიანობის სრულყოფის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ~ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 15 ოქტომბრის №582 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
შეტანილ იქნეს ცვლილება „ქვეყანაში თავდაცვითი დანიშნულების სამეცნიერო-სამრეწველო საქმიანობის სრულყოფის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 15 ოქტომბრის №582 ბრძანებულებით დამტკიცებულ №2 დანართში და ეროვნული უშიშროების საბჭოს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივი საუწყებათაშორისო კომისიის შემადგენლობაში შეყვანილ იქნენ:
1. ავთანდილ იოსელიანი – საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე
2. სულხან პაპაშვილი – საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი
3. გიორგი იუკურიძე – საქართველოს პრეზიდენტის, სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მთავარი სახელმწიფო ინსპექციის უფროსი.
ე. შევარდნაძე