საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №634
1998 წლის 8 ნოემბერი
ქ. თბილისი
„ქვეყანაში თავდაცვითი დანიშნულების სამეცნიერო-სამრეწველო საქმიანობის სრულყოფის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ„ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 15 ოქტომბრის №582 ბრანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
შეტანილ იქნეს ცვლილებები საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 15 ოქტომბრის №582 ბრძანებულების №2 დანართით დამტკიცებულ და საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 17 ივლისის №416 და 1998 წლის 21 აგვისტოს №489 ბრძანებულებებით შეცვლილ ეროვნული უშიშროების საბჭოს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივი საუწყებათაშორისო კომისიის შემადგენლობაში:
1. კომისიის შემადგენლობიდან გამოყვანილ იქნეს ჯემალ გახოკიძე.
2. კომისიის შემადგენლობაში შეყვანილ იქნეს ვახტანგ ქუთათელაძე – საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი.
ე.შევარდნაძე