საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება № 489
1998 წლის 21 აგვისტო
ქ.თბილისი
„ქვეყანაში თავდაცვითი დანიშნულების სამეცნიერო-სამრეწველო საქმიანობის სრულყოფის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 15 ოქტომბრის №582 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
შეტანილ იქნეს ცვლილებები საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 15 ოქტომბრის №582 ბრძანებულების №2 დანართით დამტკიცებულ და საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 17 ივლისის 416 ბრძანებულებით შეცვლილ ეროვნული უშიშროების საბჭოს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდივი საუწყებათაშორისო კომისიის შემადგენლობაში:
1. კომისიის შემადგენლობიდან გამოყვანილ იქნენ ნიკო ლეკიშვილი, თამაზ აგლაძე, ფრიდონ ინჯია.
2. კომისიის შემადგენლობაში შეყვანილ იქნენ:
ვაჟა ლორთქიფანიძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი და დაინიშნოს იგი კომისიის თავმჯდომარედ;
ბადრი შოშიტაიშვილი – საქართველოს მრეწველობის მინისტრი;
სერგო ესაკია – საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის მინისტრი.
ე.შევარდნაძე