საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №416
1998 წლის 17 ივლისი
ქ.თბილისი
„ქვეყანაში თავდაცვითი დანიშნულების სამეცნიერო სამრეწველო საქმიანობის სრულყოფის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 15 ოქტომბრის №582 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
შეტანილ იქნეს ცვლილებები „ქვეყანაში თავდაცვითი დანიშნულების სამეცნიეროსამრეწველო საქმიანობის სრულყოფის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 15 ოქტომბრის № 582 ბრძანებულების № 2 დანართის მიხედვით დამტკიცებულ ეროვნული უშიშროების საბჭოს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივი საუწყებათაშორისო კომისიის შემადგენლობაში:
1. კომისიის შემადგენლობიდან გამოყვანილ იქნეს ვარდიკო ნადიბაიძე.
2. კომისიის შემადგენლობაში შეყვანილ იქნენ:
დავით თევზაძე – საქართველოს თავდაცვის მინისტრი და განისაზღვროს იგი კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ;
თეიმურაზ ლობილაძე – ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თავდაცვითი მრეწველობის საკითხთა განყოფილების უფროსი და განისაზღვროს იგი კომისიის პასუხიმგებელ მდივნად.
3. პანტიკო თორდია დარჩეს კომისიის შემადგენლობაში, როგორც თბილისის სახელმწიფო საავიაციო გაერთიანების გენერალური დირექტორი.
ე. შევარდნაძე