„საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 22 თებერვლის №92 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
361
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
1999-06-07
გამოქვეყნების თარიღი
1999-06-14
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 22 თებერვლის №92 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №361

1999 წლის 7 ივნისი

ქ.თბილისი

„საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 22 თებერვლის №92 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 22 თებერვლის № 92 ბრძანებულებებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დებულების IV თავის მე-10 მუხლის „გ” პუნქტში სიტყვა „საწარმოთა” შეიცვალოს სიტყვით „სამეწარმეო”.

2. IV თავის მე-10 მუხლიდან ამოღებულ იქნეს „დ” და „კ” პუნქტები და გადაინომროს შესაბამისად.

3. IV თავის მე-10 მუხლის „ლ” პუნქტიდან და 21-ე მუხლიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „და ტარიფების”.

4. IV თავიდან ამოღებულ იქნეს მე-14 და მე-20 მუხლები და გადაინომროს შესაბამისად.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია