„დამოუკიდებელ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 7 ივლისის N517 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
12
მიმღები ორგანო
საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2011-04-13
გამოქვეყნების თარიღი
2011-04-19
სარეგისტრაციო კოდი
270090000.22.023.016053
„დამოუკიდებელ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 7 ივლისის N517 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის

ბრძანება №12

2011 წლის 13 აპრილი

 ქ. თბილისი

„დამოუკიდებელ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 7 ივლისის №517 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

 მუხლი 1. „დამოუკიდებელ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 7 ივლისის №517 ბრძანებით  (სსმ III, 15.07.2008 წ., №100, მუხ. 1102) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2. დამოუკიდებელი ექსპერტი

დამოუკიდებელი ექსპერტი არის  გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გამცემ ორგანოსთან –  საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსთან (შემდგომში – სამინისტრო) შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე ეკოლოგიური ექსპერტიზის პროცედურაში მონაწილე ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საჯარო მოსამსახურე და სათანადო წესით რეგისტრირებულია ეკოლოგიური ექსპერტიზის ექსპერტთა რეესტრში.“.

2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, საქრთველოს გარემოს დაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილ საექსპერტო კომისიის შემადგენლობაში შეყვანილ დამოუკიდებელ ექსპერტებთან ფორმდება შრომითი ხელშეკრულება.“.

3. მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დამოუკიდებელ ექსპერტებთან ანგარიშსწორება სამინისტროს მიერ ხორციელდება ეკოლოგიურ ექსპერტიზაში მონაწილე დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ წარმოდგენილი საექსპერტო დასკვნისა და სამინისტროს ნებართვების სამსახურსა და შესაბამის დამოუკიდებელ ექსპერტთან გაფორმებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ხაჩიძე

კრებსითი — სრული ვერსია