საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №426
1999 წლის 7 ივლისი
ქ. თბილისი
„საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 სექტემბრის №529 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ 1999 წლის 28 მაისის საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 სექტემბრის №529 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დებულების პირველი თავის მე-4 მუხლში, მესამე თავის მე-12 მუხლის „მ“ და „რ“, მეოთხე თავის მე-14 მუხლის „ვ“ და მეხუთე თავის მე-16 მუხლის „დ“, „ე“ და „კ“ პუნქტებში სიტყვები „სახელმწიფო საწარმოებისა და სამეურნეო ორგანიზაციების“, ხოლო მესამე თავის მე-12 მუხლის „ს“ პუნქტში სიტყვები „საწარმოებისა და ორგანიზაციების“ შეიცვალოს სიტყვებით: „საჯარო სამართლის იურიდიული პირების“.
2. დებულების მეოთხე თავის მე-13 მუხლის „დ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დადგენილი წესით შექმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირები და სახელმწიფოს საქვეუწყებო დაწესებულებები, მოახდინოს მათი რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია“.
3. დებულების მეხუთე თავის მე-16 მუხლის „ზ“ პუნქტს სიტყვების „საქვეუწყებო დაწესებულებების“ შემდეგ დაემატოს სიტყვები: „და საჯარო სამართლის იურიდიული პირების“.
4. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის X თავი:
„ X. დეპარტამენტს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები:
1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დირექცია
2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დირექცია
3. გზების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციის დირექცია
4. გზების რეაბილიტაციისა და მოვლა-შენახვის დირექცია
5. კავშირგაბმულობისა და ინფორმაციის სამმართველო
6. პროექტების ექსპერტიზის სამმართველო“.
ე. შევარდნაძე