„სახელმწიფო კანცელარიასთან არსებული დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის და „მშვიდობიანი კავკასიის“ საკითხთა სახელმწიფო ბიუროს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის და მშვიდობიანი კავკასიის საქმეთა სახელმწიფო ბიუროდ გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 15 სექტემბრის №517 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
108
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2002-03-14
გამოქვეყნების თარიღი
2002-03-22
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„სახელმწიფო კანცელარიასთან არსებული დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის და „მშვიდობიანი კავკასიის“ საკითხთა სახელმწიფო ბიუროს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის და მშვიდობიანი კავკასიის საქმეთა სახელმწიფო ბიუროდ გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 15 სექტემბრის №517 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №108

2002 წლის 14 მარტი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო კანცელარიასთან არსებული დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის და „მშვიდობიანი კავკასიის“ საკითხთა სახელმწიფო ბიუროს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის და მშვიდობიანი კავკასიის საქმეთა სახელმწიფო ბიუროდ გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 15 სექტემბრის №517 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 15 სექტემბრის №517 ბრძანებულებით დამტკიცებულ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის და მშვიდობიანი კავკასიის საქმეთა სახელმწიფო ბიუროს დებულების მე-4 მუხლის „ა“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სახელმწიფო ბიუროს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც ჰყავს ორი მოადგილე“.

2. უზრუნველყოფილ იქნეს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის და მშვიდობიანი კავკასიის საქმეთა სახელმწიფო ბიუროს საშტატო ნუსხის შესაბამისობა ამ ბრძანებულებასთან.

3. ამ ბრძანებულებით გათვალისწინებული ცვლილება განხორციელდეს „საქართველოს 2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის და მშვიდობიანი კავკასიის საქმეთა სახელმწიფო ბიუროსათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია