„საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელწიფო ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ”საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 29 დეკემბრის №775 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
444
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი
1999-07-17
გამოქვეყნების თარიღი
1999-07-24
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელწიფო ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ”საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 29 დეკემბრის №775 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №444      

1999 წლის 17 ივლისი

ქ.თბილისი

„საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელწიფო ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ”საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის  29 დეკემბრის №775 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ქვეყანაში საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფ სამინისტროებში, უწყებებში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში საშტატო რიცხოვნობის 20 პროცენტიანი შემცირების საფუძველზე საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციაში გაუქმდა სახელმწიფო ინსპექციის უფროსის მოადგილის ერთი საშტატო ერთეული.

ამასთან დაკავშირებით შეტანილ იქნეს ცვლილება საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 29 დეკემბრის №775 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების V თავის მე-17 მუხლში და სიტყვების „ოთხი მოადგილე” ნაცვლად ჩაიწეროს სიტყვები „სამი მოადგილე”.

ე. შევარდნაძე

 

 

კრებსითი — სრული ვერსია