საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 15 სექტემბრის №517 ბრძანებულებასა და ამ ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
733
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი
1997-12-14
გამოქვეყნების თარიღი
1997-12-15
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 15 სექტემბრის №517 ბრძანებულებასა და ამ ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №733

1997 წლის 14 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 15 სექტემბრის №517 ბრძანებულებასა და ამ ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის და მშვიდობიანი კავკასიის საქმეთა სახელმწიფო ბიუროს სტრუქტურის დახვეწისა და მუშაობის გაუმჯობესების მიზნით „სახელმწიფო კანცელარიასთან არსებული დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის და „მშვიდობიანი კავკასიის“ საკითხთა სახელმწიფო ბიუროს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის და მშვიდობიანი კავკასიის საქმეთა სახელმწიფო ბიუროდ გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 15 სექტემბრის №517 ბრძანებულებასა და ამ ბრძანებულებით დამტკიცებულ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის და მშვიდობიანი კავკასიის საქმეთა სახელმწიფო ბიუროს დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. ბრძანებულების პირველ პუნქტს დაემატოს სიტყვები: „...როგორც საქართველოს პრეზიდენტის განმგებლობაში მყოფი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება“.ׂ

2. დებულების მე-7 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს „პირდაპირი სამეურნეო კავშირების ხელშეწყობის განყოფილება.“.

3. დებულების მე-7 პუნქტის მე-9 აბზაცში სიტყვა „სამეურნეო“ შეიცვალოს სიტყვით „ადმინისტრაციული“.

ე. შევარდნაძე

 

კრებსითი — სრული ვერსია